ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მაცარი: 2:2-ზე იყო მომენტი, როცა წინ გასვლა და მოგება შეგვეძლო

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ნაპოლი“ მადრიდში „რეალს“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა თავკაცმა ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მის გუნდს მატჩის მოგება შეეძლო.

„სანამ 2:3 გახდებოდა, იქამდე მომენტები შევქმენით და წინ გასვლა, მოგება შეგვეძლო. ვიცოდით, რომ რეალის კონტრშეტევები მომაკვდინებელი იქნებოდა. მქონდა განცდა, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო.

ანგისას გოლის შემდეგ, ყველას ჩახუტება? მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, აღმოვაჩინე ერთიანი და განსაკუთრებული კოლექტივი, რომელსაც სურს, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. ეს მშვენიერი გუნდია. ვფიქრობ, ჩვენ კარგად თამაში შეგვიძლია, როცა ჩვენს ღირებულებებს ვავლენთ.

ოსიმენი? მისი ცვლილებაზე თამაში იგეგმებოდა. როცა ის ატალანტასთან დაბრუნდა, ექიმებთან საუბრისას გვითხრეს, რომ მას 25 წუთი უნდა მისცემოდა. მომდევნო მატჩებში დრო თანდათან გაეზრდება. გარისკვას არ ვაპირებთ“.

- აღნიშნა მაცარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 15 ქულით უკვე მერვედფინალშია. „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს და ბოლო ტურში შინ 4-ქულიან „ბრაგასთან“ თუ არ დამარცხდნენ, პლეი-ოფში ითამაშებენ.

კვარას ყველა მომენტი VS რეალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია ც9-ში - ავიხდენთ ოცნებას? ქართული ფეხბურთის ანალიზი
ქეცბაია ც9-ში - ავიხდენთ ოცნებას? ქართული ფეხბურთის ანალიზი