ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ჰაკა აეროპორტში | როგორ დახვდნენ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სიდნეიში

UFC-ის ავსტრალიელ მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის სიდნეის აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს ჰაკათი შეეგებნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„აქ იმიტომ ვართ, რომ სახლში დაბრუნებულს შეგეგებოთ და გითხრათ, რომ შენ გვერდით ვართ. მხარს გიჭერთ და რაც არ უნდა მოხდეს, შენი ოჯახის, მეგობრებისა და შენ გვერდით ვიქნებით. ჩვენი მეთაური, მებრძოლი და ნამდვილი ჩემპიონი ხარ.

ჩვენს და ჩვენი ქვეყნის კულტურას ატარებ და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. შენი ყოველთვის გვჯერა და ჰაკას იმსახურებ. შენ ხარ ჩვენი ლიდერი, რომელმაც გაგვაერთიანა და მზიანი დღეები დააბრუნა“, - ასეთი იყო ვოლკანოვსკისთვის მიძღვნილ ჰაკაში გამოყენებული სიტყვები.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ მომდევნო მეტოქე ილია თოფურიაა. „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 18 თებერვალს, UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბრწყინვალეა“ | The Athletic-ი ბითაძეს აქებს
„როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბრწყინვალეა“ | The Athletic-ი ბითაძეს აქებს