გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ტრავმირებულია - ნორვიჩთან მატჩს გამოტოვებს

„უოტფორდის'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, მას საზარდული აწუხებს, რის გამოც ხვალ „ნორვიჩთან'' შეხვედრას გამოტოვებს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. სავარაუდოდ, გიორგი „ჰალ სიტისთან'' შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება გუნდს, ეს თამაში 2 დეკემბერს გაიმართება.

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის'' საკუთრებაა და „უოტფორდში'' იჯარით თამაშობს, ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი ჩაკვეტაძეს არ ენდობა, 14-დან მხოლოდ ორ შეხვედრაში ათამაშა სასტარტოში.

17 ტურის შემდეგ „უოტფორდის'' ანგარიშზე 21 ქულაა, 24-გუნდიან ჩემპიონშიფში 21 ქულით მე-15 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები