თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას კიდევ ერთი მაგარი მატჩი | ვირტუს ბოლონიას მე-7 გამარჯვება ევროლიგაზე

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით, მე-7 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო კედლებში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე მეოთხე მეოთხედის წყალობით, 87:79 იმარჯვა.

შენგელიას გუნდმა პირველი მეოთხედი 2 ქულით წააგო, თუმცა დიდ შესვენებაზე 2-ქულიან უპირატესობას თავად ფლობდა. მესამე პერიოდში, „ვირტუს ბოლონიამ“ მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა ჩააგდო და კომფორტული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

ქართველმა კალათბურთელმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო იყო. შენგელიამ პარკეტზე თითქმის 29 წუთი გაატარა და აქტივში 15 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21 გახლდათ, რაც „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში უმაღლესი მაჩვენებელი იყო, მასზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ ჯონათან მოტლის ჰქონდა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 3 წაგება აქვს და ევროლიგაში მესამე გახლავთ. იტალიური კლუბი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს და „ბრინდისის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი და კვარაცხელია | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი ლურჯების ინტერესზე
ჩელსი და კვარაცხელია | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი ლურჯების ინტერესზე