ხვიჩა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ნიკოლო შირას ინფორმაცია
Aa Aa
20 ნოემბერი 2023  |  18:38

ხვიჩა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ნიკოლო შირას ინფორმაცია

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან’’ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგრძლივდება, წლიური ხელფასის სახით ფეხბურთელის შემოსავალი 4 მილიონი ევრო იქნება. მოლაპარაკებები პროგრესირებს. ამჟამად, ხვიჩას ხელფასი 1,2 მილიონი ევროა. ასე რომ პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე იტალიური მედია გასული სეზონის მეორე ნახევრიდან წერდა, თუმცა ამ დრომდე ახალი კონტრაქტი არ გაფორმებულა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა „ნაპოლისთან'' მოლაპარაკება უარყო, თუმცა როგორც ნიკოლო შირა იუწყება, ამჟამად მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან'' მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

22 წლის ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა, ბერლინის „უნიონთან'' მატჩში თავი ბრწყინვალე საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ნოემბრის სანაკრებო პაუზას, შოტლანდიას დუბლი შეუსრულა და ესპანეთს გასვლით მატჩში გაუტანა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში