გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ბომბარდირი პოლონეთიდან - კვერნაძის გუნდი გაძლიერდა

„ფროზინონემ“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. გიორგი კვერნაძესა და მის თანაგუნდელებს „ლეხიადან“ 24 წლის სლოვაკი თავდამსხმელი ტომაშ ბობჩეკი შეუერთდათ, რომელიც გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბობჩეკის სატრანსფერო თანხამ ბონუსების გარეშე 11 მილიონი ევრო შეადგინა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამხელა ფული „ფროზინონეს“ ამ ფანჯრის დროს არც ერთი მოთამაშის სანაცვლოდ არ გადაუხდია. სლოვაკმა ფორვარდმა ექსტრაკლასას გასულ გათამაშებაში 30 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველი პოზიცია დაიკავა. პოლონეთში გადაბარგებამდე ბობჩეკი სამშობლოში „რუზემბეროკის“ ღირსებას იცავდა და 75 თამაშში თავი 12 ბურთით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში კი მისი დებიუტი 2025 წელს შედგა და 2 მატჩში ტომაშის აქტივში 1 გოლია.

ცნობისათვის, დღეს, სერია A-ს მეორე ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება, თუმცა ამ მატჩისთვის ბობჩეკის დარეგისტრირება და განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დებიუტი 2 სექტემბერს, „სასუოლოსთან“ იტალიის თასის შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში - რასინგმა ელჩეს მოუგო
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში - რასინგმა ელჩეს მოუგო