დავით ზედგინიძე
Aa
Aa

ოთხიდან ოთხი მოგება და პირველი ადგილი - ზედგინიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი გრეპლერი, დავით ზედგინიძე გერმანიის ქალაქ ნიუმბერგში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ზედგინიძემ ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და საწყის შეხვედრაში ავსტრალიელ დანიალ ნურს 76:14 სძლია. მესამე რაუნდში ქართველმა გრეპლერმა კოლუმბიელ კამილო სალაზარს 79:14 მოუგო, მეოთხე რაუნდში კი ეგვიპტელი რასულ რაჰიმანი 80:14 დაამარცხა. დასკვნით რაუნდში კი ბრიტანელ შონ ქერმოდს დამაჯერებლად, 81:14 აჯობა.

დავით ზედგინიძემ ყველა სპორტსმენს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა 4-დან 4 მოგებით 4 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები