კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„მოთამაშე, რომელსაც გუნდისთვის 40 გოლი გააქვს, პრობლემა ვერ იქნება“ - მოურინიო მბაპეზე

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებულ კრიტიკაზე და ფრანგი ფორვარდის პასუხზე ისაუბრა.

- მბაპემ კრიტიკას უპასუხა. რას ფიქრობთ ამაზე?

„მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც აკრიტიკებს. მე იგივე ანდაზას ვიყენებ, რასაც ვინისიუსის შემთხვევაში: „ეს ნაყოფით სავსე ხეა“. ის მართალია. მოთამაშე, რომელსაც 40 გოლი გააქვს, გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთზე საუბრობენ, მაგრამ მასში ვერ ერკვევიან. არიან სხვებიც, რომლებსაც ესმით ფეხბურთი, მაგრამ მათთვის მომგებიანია მოვლენებზე არცთუ ისე კარგ ჭრილში საუბარი. მე ვნახე, როგორ იცავდა თავს ათი კაცით დარჩენილი გუნდი მატჩის ბოლო წუთებში მარცხენა ფლანგზე, როცა კუკურელია უკვე სრულიად გამოფიტული იყო და კილიანიც დაღლილი გახლდათ. მე ეს ვნახე. როგორც მწვრთნელი, ამას წარმოუდგენლად მაღალ შეფასებას ვაძლევ. ჩემთვის ასეთი ქცევა უდიდესი სიხარულის მომტანია.

არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში ჩემსავით კარგად ერკვევიან და მათაც დაინახეს ეს, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. მერე ამბობენ, რომ ცუდად ვიცავდით თავს, რომ შეგვეძლო სამი ან ოთხი გოლი გაგვეშვა. მაგრამ იმასაც არ ამბობენ, რომ შეგვეძლო რვა გაგვეტანა.

არის ძალიან მოსაწყენი მატჩებიც და შესაძლოა, ჩვენც გვქონდეს ასეთები. ჩემპიონთა ლიგაზე არის თამაშები, სადაც გუნდები ერთმანეთს უფრთხიან, არავინ რისკავს და გულშემატკივრები სახლში უსიამოვნო განცდით მიდიან. დიახ, შეეძლოთ ოთხი გოლი გაეტანათ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო რვის გატანა. და არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემსავით კარგად ესმით ფეხბურთი, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. რატომ არ ამბობენ ამას? არ უხარიათ, რომ მოვიგეთ?

ჩვენ ერთიანი ვართ. „ბეტისთან“ მატჩში ქულები დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი ერთგულება და თავდადება უცვლელი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხი ბედნიერი იყოს”.

- თქვა მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები