„უდიდეს კლუბში გადასვლა შეცდომა ვერ იქნება“ - მპაბე პსჟ-ს ორ ლიგაზე
კილიან მბაპემ მისი მოსვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის წარუმატებლობებზე ისაუბრა.
- „პარი სენ-ჟერმენმა“ თქვენი წასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. მადრიდის „რეალს“ კი თქვენი მოსვლის შემდეგ ის არ მოუგია. როგორ აღიქვამთ ამ მკაცრ რეალობას?
„ეს იგივეა, რაც ორს პლუს ორი - ოთხია. მათ მოიგეს და ამას ვერავინ წაართმევს. ვულოცავთ მათ. მათ თავად მიაღწიეს ამ გამარჯვებებს. მათ მოახერხეს ტურნირის მეორედ მოგება, ეს წარმოუდგენელია. ახლა ეს ის გუნდია, რომელიც უნდა დაამარცხო. ჩვენ მადრიდი ვართ და ყველა დანარჩენი იქ იმ მიზნით ჩავალთ, რომ დავამხოთ გუნდი, რომელმაც ეს ტურნირი ორჯერ მოიგო”.
- თქვენი აზრით, ეს უფრო იმის ისტორიაა, რომ - „არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდი“ - თუ „ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე და ვერც მას შემდეგ ვიგებ, რაც რეალში გადავედი“?
„დიახ, ან შესაძლოა, საქმე უბრალოდ ციკლების ცვლაშია. მე ვასრულებ ჩემს ციკლს პსჟ-ში, რომელიც ახალს იწყებს და ხუთი ძირითადი მოთამაშე დაიმატა. ეს ციკლი ჯერ კიდევ ჩემს ბოლო სეზონში დაიწყო. ენრიკესთან ერთად ჩვენ ნახევარფინალამდე მივედით, სულ ცოტა დაგვაკლდა ფინალამდე. ანუ ერთი ნაბიჯით ვიყავით დაშორებული ზედიზედ მესამე ფინალს. მათთვის უბრალოდ გაგრძელდა ახალი ციკლი - ეს მეორე წელი იყო.
მე არ წარმომედგინა, რომ მთელი ცხოვრება ლიგა 1-ში ვითამაშებდი. მინდოდა ჩემი ოცნება ამესრულებინა - მეთამაშა „რეალში“. და მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადასვლა შეცდომა ვერ იქნება”,
- თქვა მბაპემ.