„თითქოს ეს დაკვეთით ხდება“ - ეტო'ო რუსული ფულის სკანდალზე
კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტო'ომ რუსეთისა და კამერუნის ნაკრებების 2023 წლის ამხანაგური მატჩისთვის (1:0) ფულის მითვისების ბრალდებებს უპასუხა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 567 ათასი ევრო ფედერაციის ნაცვლად, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფორვარდის პირად ანგარიშზე გადაირიცხა.
„საკმარისი იყო ჩვენი ინტერესების, აფრიკის ინტერესების დასაცავად გამოვსულიყავი, რომ ყველა მათგანი მაშინვე გააქტიურდა. თითქოს შეკვეთით - იგივე თავდასხმები, იგივე თეზისები, რომელთა გავრცელება თითქმის ერთდროულად დაიწყეს მათ მიერ დაქირავებულმა ჟურნალისტებმა.
თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი იმის რეალურობაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ისინი, ვინც მუდმივად დემოკრატიას გვასწავლიან, როგორც ჩანს, გაცილებით ცუდად აღიქვამენ სიტუაციას, როცა აფრიკელი თავისუფლად გამოხატავს აზრს, იცავს თავის მრწამსს და უარს ამბობს გაჩუმებაზე.
ჩვენ გვაქვს საუბრის უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესების დაცვის უფლება. ჩვენ გვაქვს ფიქრისა და ჩვენი ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღების უფლება“,
- დაწერა ეტო'ომ სოციალურ ქსელში.
როგორც პრესა წერს, თანხა, რომლის მითვისებასაც ეტო’ოს აბრალებენ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ მოსკოვიდან მიიღო. კამერუნის ნაკრები 2023 წლის ოქტომბერში, მოსკოვში, რუსეთის ნაკრებს ეთამაშა.
View this post on Instagram