კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალში მარცხნივ ვინისიუსი ხელშეუხებელია - პსჟ მბაპეს გადარწმუნებას ცდილობს

პსჟ გეგმავს კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლა გადააფიქრებინოს და საამისოდ გეგმაც აქვთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზული კლუბი არ გეგმავს კილიანს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და სურს, რომ მან გაააქტიუროს მოქმედი ხელშეკრულების 2025 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტი.

ესპანური As-ის ცნობით, პსჟ-ს სურს მოკლევადიან პერიოდში კლუბის მომავალი პროექტი კილიანის გარშემო ააშენოს. იმისათვის, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებაში დაარწმუნონ - ხელმძღვანელები შეეცდებიან მბაპეს აუხსნან, რომ „რეალში" ის საყვარელ პოზიციაზე ვერ ითამაშებს, რადგან მარცხენა ფლანგზე ვინისიუსი თამაშობს.

პარიზელებს სურთ შეახსენონ მბაპეს, რომ ის თამაშობდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, როდესაც ნეიმარი მისი გუნდელი იყო. მათი აზრით, ეს სიტუაცია შეიძლება მადრიდშიც განმეორდეს, სადაც შეტევის მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებით თამაშობს.

მბაპეს ადრე გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: მაცარის სქემაში კვარა მთავარი მოქმედი პირი იქნება
Gazzetta: მაცარის სქემაში კვარა მთავარი მოქმედი პირი იქნება