კილიან მბაპე
Aa
Aa

შეთანხმება ბონუსის თაობაზე | რა ხდება პარი სენ-ჟერმენსა და მბაპეს შორის

კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის არსებული ურთიერთობა უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. რამდენიმე წუთის წინ, RMC Sports-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოუკინსმა ამ საკითხზე ისაუბრა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ჰოუკინსის მიხედვით, კლუბსა და მბაპეს შეთანხმება აქვთ მიღწეული თანხასთან დაკავშირებით, რომელიც პსჟ-მ ფეხბურთელს უნდა გადაუხადოს. საუბარია 80 მილიონ ევროზე, რომელიც სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით დაგროვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მბაპე ფულს არ მიიღებს.

„პარი სენ-ჟერმენს“ იმედი აქვს, რომ კილიანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი გუნდში დატოვება სურს. RMC Sports-ის მიხედვით, ყველაფერი ფრანგ სუპერვარსკვლავზეა დამოკიდებული და მოხდება ის, რასაც კილიანი მოისურვებს.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს გაფორმება „ლივერპულსა“ და „ბაიერნს“ სურთ, „რეალი“ კი საბოლოო არჩევანს ზაფხულში გააკეთებს. სხვათა შორის, დღეს, AS-მა დაწერა, რომ პსჟ ცდილობს, მბაპე დარჩენაზე დაიყოლიოს და დაარწმუნოს, რომ „სამეფო კლუბში“ მარცხენა ფლანგზე არ ათამაშებენ, რადგან ამ პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე