ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა თავის იუთუბ-არხზე ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპინო ბრძოლაზე ისაუბრა.

რა თქვა ალჯომ:

თუ ის თებერვალშიც ისე გავა ოქტაგონზე, როგორც ეს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გააკეთა, მგონია, რომ განადგურდება. მეზიზღება ამას რომ ვამბობ, რადგან ისე ჩანს, რომ თითქოს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მივდივარ, ან მასში ეჭვი მეპარება, მაგრამ ასე არ არის. ამას სიტუაციიდან გამომდინარე ვიძახი. ვფიქრობ, რომ ახლა მძიმე დამრტყმელის, კარგი მოკრივის დროა, რომელიც გრეპლინგშიც ძლიერია.

ის დარტყმების დროს უკეთეს კომბინაციებს ახდენს, ვოლკანოვსკი კი მეტოქეებს აქეთ-იქით ურტყავს, სანამ ფინიშის ხვრელებს არ იპოვის. მაგრამ როდესაც თოფურია გიტყავს, ის თავის მუშტებში ყოველთვის ყველაფერს დებს... ვფიქრობ, ვოლკანოვსკი ისლამთან ბრძოლის შემდეგ ისეთი მახვილი აღარ არის, როგორიც აქამდე იყოს. ახლა უფრო მეტად თოფურიას საჩემპიონო შანსები მომწონს.

შეგახსენებთ, რომ ქვე-მსუბუქ წონაში, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპინო ბრძოლა 17 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა