თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

Eurohoops: შენგელია ამჟამად კარიერის საუკეთესო ფორმაშია

ცნობილმა საკალათბურთო გამოცემა Eurohoops-მა ევროლიგის მიმდინარე სეზონის MVP-ის (ყველაზე ძვირფასი მოთამაშე) წოდებისთვის მებრძოლი 5 კანდიდატი შეარჩია.

პოპულარული გამოცემის აზრით, ამ მომენტისთვის MVP-ის წოდებისთვის თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია), ფაკუნდო კამპაცო (მადრიდის რეალი), მაიკ ჯეიმსი (მონაკო), ლორენცო ბრაუნი (მაკაბი) და ნიკოლა ლაპროვიტოლა (ბარსელონა) იბრძოლებენ.

„თუ, თორნიკე შენგელიას საუკეთესო პერიოდზე ვისაუბრებთ, მისი ბასკონიაში თამაშის მონაკვეთი უნდა გავიხსენოთ, თუმცა ისეთი დომინანტი, როგორიც დღეს არის, მაშინაც არ ყოფილა. დღეს, ვირტუსის თამაში მასზეა დამოკიდებული.

ის ოქტომბერში ევროლიგის MVP გახდა, მისი ხასიათი და ქმედებები გუნდს ეხმარება, რომ თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენონ, გახდნენ უკეთესები.

მეტოქეებისთვის შენგელიას ერთი-ერთზე აყვანა ძალიან რთულია. გარდა ამისა მიმდინარე სეზონში ის მაღალ მოთამაშეებს შორის გამორჩეული მეპასეა“.

- წერს Eurohoops-ი.

ევროლიგაში ამ სეზონში თოკოს საშუალო სტატისტიკა ასეთია: 17.6 ქულა (მე-4 საუკეთესო შედეგი), 5 მოხსნა, 4.3 გადაცემა, 23.1 მარგი ქმედების კოეფიციენტი ( მე-2 საუკეთესო შედეგი).

შეგახსენებთ, რომ შენგელია ოქტომბერში ევროლიგის თვის MVP გახდა, საუკეთესოდ იტალიის სერია A-შიც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრეიმონდ გრინმა რუდი გობერს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა | კლეი ტომპსონს მაისური შემოახიეს
დრეიმონდ გრინმა რუდი გობერს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა | კლეი ტომპსონს მაისური შემოახიეს