კაზემირო, გაბრიელ აგბონლაჰორი, რაფაელ ვარანი
Aa
Aa

„რეალმა კაზემირო და ვარანი იმიტომ გაუშვა, რომ ტოპ დონეზე აღარ იმყოფებოდნენ...“

„ასტონ ვილასა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი, გაბრიელ აგბონლაჰორი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს.

აგბონლაჰორი კაზემიროსა და ვარანის შესახებ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს:

„ახლა გასაგებია, რატომ არ იწყებს ვარანი თამაშს სასტარტოდან, ამას ევანსი და მაგუაირი აკეთებენ. თვეების განმავლობაში ვამბობდი, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგები ვარანის სტარტს არ უნდა მოეტყუებინა.

მას საოცარი რეალში კარიერა ჰქონდა, მაგრამ სამეფო კლუბიდან ფეხბურთელებს არ აგდებენ. მადრიდელებმა გაუშვეს კაზემირო და ვარანი, რადგან ისინი აღარ იყვნენ ტოპ დონეზე, ბლანკოსის შესაბამისად, ვეღარ იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები და ეს მანჩესტერულმა მატჩებმა აჩვენა, განსაკუთრებით კოპენჰაგენთან შეხვედრამ.

ვარანი თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო და მოედანზე შესვლისას არ იცოდა სად იყო. ბოლო გოლის ეპიზოდში ის არსად ჩანდა“,

- განაცხადა აგბონლაჰორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე