კილიან მბაპე, ფელიპე მელო
Aa
Aa

ფელიპე მელო: “კილიან მბაპე იდიოტია“

რამდენიმე დღის წინ, კილიან მბაპემ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, ფრანგი სუპერვარსკვლავისთვის არგენტინის ნაკრების ტაქტიკა მუნდიალის ფინალში მიუღებელი აღმოჩნდა. მის ამ განცხადებას კი ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე მელო გამოეხმაურა.

რა თქვა მელომ?

„კილიან მბაპე იდიოტია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონი მაინც არგენტინა გახდა. მას სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე ცუდად ლაპარაკის უფლება არ აქვს. მან შესაძლოა 3 ან 4 ოქროს ბურთი მოიგოს, მაგრამ ჩუმად უნდა იყოს! სკაუტები ტალანტების საძებნელად სამხრეთ ამერიკაში მიდიან და არა საფრანგეთში.“

შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელო ბრაზილიის ნაკრებში 2009/2010 წლებში თამაშობდა. მეტიც, 40 წლის ნახევარმცველი 2010 წლის მუნდიალზე „სელესაოს“ ძირითადი შემადგენლობის წევრიც იყო.

ფელიპე მელომ რამდენიმე დღის წინ, „ფლუმინენესესთან“ ერთად კოპა ლიბერტადორესის თასი მოიგო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      იტალიური მედია: ოსიმენი ატალანტასთან განაცხადში იქნება
      იტალიური მედია: ოსიმენი ატალანტასთან განაცხადში იქნება