მე-40 მასტერსი, 97-ე ტიტული | ჯოკოვიჩის ბენეფისი პარიზში
Aa Aa
6 ნოემბერი 2023  |  13:37

მე-40 მასტერსი, 97-ე ტიტული | ჯოკოვიჩის ბენეფისი პარიზში

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში, სერბი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა, ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო და მეტოქეს ორ სეტში სძლია - 6:4, 6:3.

„ნოლემ“ მიმდინარე სეზონში მეექვსე, ხოლო კარიერაში 97-ე ტიტული მოიგო. მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და მასტერსის გამარჯვებული მეორმოცედ გახდა. ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსზე ტრიუმფს კარიერაში მეშვიდედ მიაღწია.

„ნოლე, გილოცავ. სიტყვები აღარ მყოფნის და არ ვიცი, რა ვთქვა. შენ და შენს გუნდს კიდევ ერთ საოცარ კვირას მთელი გულით გილოცავთ. ფინალში გასვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა დიმიტროვმა.

„დაუჯერებელია, რომ ამ კვირაში გაჩენილი სირთულეების მიუხედავად, ეს ტურნირი მაინც მოვიგე. ზედიზედ სამ შეხვედრაში წაგებასთან და გავარდნასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა მაშინ ვიპოვე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვფიქრობ, თანაბარი მატჩი იყო, რასაც ანგარიშიც ასახავს. გრიგორს უდიდეს პატივს ვცემ და კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება ვიზეიმე. ამით ძალიან ვამაყობ“, - აღნიშნა „ნოლემ“.

ცნობისთვის, პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 5 779 335 ევრო გახლდათ. დიმიტროვთან მატჩამდე, ჯოკოვიჩმა ეტჩევერი, გრიკსპორი, რუნე და რუბლიოვი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს