ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია სათამაშო სქემის შეცვლას განიხილავს. ფრანგი სპეციალისტი 4-3-3 ტაქტიკას იყენებს და სერიოზულად ფიქრობს, რომ „პარტენოპეი“ 4-2-3-1-ზე გადააწყოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამის მიზეზი ჯაკომო რასპადორია. იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ვიქტორ ოსიმენის ტრავმის გამო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობს, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. გარსიას არ უნდა, რასპადორი სათადარიგოთა სკამზე გადასვას და ცვლილებებზე ამიტომ დაფიქრდა.

ოსიმენი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, მაგრამ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი მალე დასრულდება და ვიქტორი ძირითადში ადგილს დაიბრუნებს. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, გარსია ხვდება, რომ რასპადორის სასტარტოს მიღმა დატოვება არასწორი გადაწყვეტილება იქნება და აპირებს, „ოსი“ და „რასპა“ ერთად დააყენოს. ვიქტორი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს, რასპადორი კი შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელის. 8 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:45-ზე, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ეს გააკეთა მეტ სათამაშო დროს მიიღებს | აიაქსის თავკაცის კომენტარი მიქაუტაძეზე
თუ ეს გააკეთა მეტ სათამაშო დროს მიიღებს | აიაქსის თავკაცის კომენტარი მიქაუტაძეზე