გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

თუ ეს გააკეთა მეტ სათამაშო დროს მიიღებს | აიაქსის თავკაცის კომენტარი მიქაუტაძეზე

„აიაქსის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს სათამაშო დრო კვლავ არ ეძლევა. ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს მე-11 ტურში, ამსტერდამელები საკუთარ კედლებში „ჰერენვენს“ დაუპირისპირდნენ. „აიაქსმა“ 4:1 იმარჯვა, გიორგიმ კი მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მიქაუტაძის უთამაშებლობა ნიდერლანდური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა და ამ საკითხზე „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელს, ჯონ ვან ‘ტსხიპს შეკითხვა დაუსვეს. ამსტერდამელთა თავკაცმა დაასახელა კომპონენტი, რომლის გაუმჯობესების შემთხვევაში, გიორგის მეტი დრო მიეცემა.

„ბრობი თამაშობს და კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩუბა აკპომს სათადარიგოთა სკამიდან კარგი ჩართვები ჰქონდა და ვარჯიშებისას გვანახა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. მიქაუტაძეს რაც შეეხება, ის სხვა ტიპის თავდამსხმელია, რომელიც ჩვენს სათამაშო სტილს უნდა მოერგოს და თუ ეს გააკეთა, უფრო მეტ დროს მიიღებს. როცა ბურთს ვკარგავთ, გიორგი ეგრევე რეაგირებს, მაგრამ ამ მხრივ, ცოტათი უნდა მოუმატოს და ეს საშუალებას მისცემს, მოედანზე მეტი დრო გაატაროს. შანსს ყველა მიიღებს, რათა აჩვენონ, რა შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ „ჰერენვენი“ 4:1 დაამარცხა. ამსტერდამული კლუბის მაისურით თავი ბერგვაინმა და ბრობიმ გამოიჩინეს, აკპომმა კი დუბლი გაიფორმა. „აიაქსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან მაბრაზებს“ - ბარახამ პაულისტასა და მამარდას ეპიზოდზე ისაუბრა
„ეს ძალიან მაბრაზებს“ - ბარახამ პაულისტასა და მამარდას ეპიზოდზე ისაუბრა