გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა, გაბრიელ პაულისტა
Aa
Aa

„ეს ძალიან მაბრაზებს“ - ბარახამ პაულისტასა და მამარდას ეპიზოდზე ისაუბრა

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „გრანადას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილი „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი 1 სეივით დაასრულა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში „გრანადას“ შეტევის დროს ქართველი მეკარე და „ვალენსიას“ მცველი, გაბრიელ პაულისტა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მამარდაშვილმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ეს დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და ქართველმა მეკარემ შეხვედრის გაგრძელება უპრობლემოდ შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

რა თქვა ბარახამ:

ეს იყო დარტყმა ერთ-ერთ პირველ მოქმედებაში. მამარდაშვილი შემთხვევით დაეჯახა და უხერხული მომენტი იყო, თუ რაღაც მსგავსი. ზოგადად, ტრავმების საკითხი ძალიან მაბრაზებს, მაგრამ როცა ასე ზღვარზე თამაშობ, ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საბედნიეროდ, შეხვედრის გაგრძელება ორივემ უპრობლემოდ შეძლო.

„ვალენსიამ“, ამ გამარჯვებით 18 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ეწვევიან და მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მარცხენა მკლავი წყვდიადში უჩინარდება და სტადიონი სუნთქვას წყვეტს“ - მე დევიდ ბექჰემი ვარ
“მარცხენა მკლავი წყვდიადში უჩინარდება და სტადიონი სუნთქვას წყვეტს“ - მე დევიდ ბექჰემი ვარ