ელინა სვიტოლინა
Aa
Aa

სვიტოლინა: „რუსების წინააღმდეგ უკრაინელი ჯარისკაცივით ვიბრძვი“

მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, ელინა სვიტოლინამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე ისაუბრა. სვიტოლინამ განაცხადა, რომ რუს ჩოგბურთელებთან თამაში მარტივი არაა და მათ წინააღმდეგ ისე იბრძვის, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან რუსებთან.

„უკრაინაში ჩასვლას დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი და ბებიაჩემსა და ოჯახის სხვა წევრებს ვნახავ. ბებიაჩემი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ოდესა, სადაც ის ცხოვრობს, სახიფათო ადგილი გახდა, რადგან რუსები პორტს ყოველ ღამე ბომბავენ. იმდენი ხანი გავიდა, ალბათ, ხალხი ასეთ კონდიციებში ცხოვრებას შეეჩვია...

რუსი ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს. ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ მათთან თამაშისას ომში ვარ. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ომი არაა, მაგრამ ყოველთვის, როცა მათ წინააღმდეგ კორტზე გავდივარ, უდიდესი მოტივაცია მეუფლება და ვიცი, რომ უკრაინაში უამრავი ადამიანი მიყურებს, რაც დამატებითი პასუხისმგებლობაა.

როგორც აღვნიშნე, ასეთი მატჩები უდიდეს ენერგიას მოითხოვს, მაგრამ კორტზე გავდივარ და უკრაინელი ჯარისკაცივით ვიბრძვი. ურთულესი წელიწადი იყო, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია, ეს პლატფორმა გამოვიყენო, რათა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცნობადობა გავზარდო და ბავშვებისთვის ფული ავაგროვო“.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ეს გააკეთა მეტ სათამაშო დროს მიიღებს | აიაქსის თავკაცის კომენტარი მიქაუტაძეზე
თუ ეს გააკეთა მეტ სათამაშო დროს მიიღებს | აიაქსის თავკაცის კომენტარი მიქაუტაძეზე