„კარიერის პიკშია“ - შენგელია სერია A-ს თვის MVP გახდა
თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP-ის ჯილდოს მინიჭების შემდეგ, საუკეთესოდ ამჯერად იტალიის სერია A-მ დაასახელა.
32 წლის შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია და „ვირტუს ბოლონიას“ უდანაკარგოდ ლიდერობაში წვლილის მთავარი შემტანია. იტალიურ კლუბს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5-დან 5 მოგება აქვს.
È Tornike Shengelia della @VirtusSegafredo l'#MVP @UnipolSai_CRP del mese di ottobre della #LBASerieA! ????#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/5QYSZAijKq
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) November 2, 2023
„ამჟამად ძნელია შენგელიაზე უკეთეს ფორმაში მყოფი მოთამაშე მოძებნო. ის უმაღლესი დონის მოთამაშიდან, სუპერვარსკვლავად იქცა. 32 წლის შენგელიამ სეზონი საუკეთესო ფორმით დაიწყო და შეგვიძლია ვთქვათ, ის კარიერის პიკში იმყოფება.
მისი შეხებით ახლა ყველაფერი ოქროდ იქცევა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ გუნდისთვის“.
- წერს სერია A-ს გვერდი.
თოკოს მიმდინარე სეზონში საშუალოდ თამაშში 14,5 ქულა აქვს. ორქულიანებს 65,4%-ით ისვრის, სამიანებს 50%-ით, საჯარიმოებს 75%-ით. მოხსნებში 6,3 აქვს, საიდანაც 5,3 დაცვაზე მოდის. ასევე საშუალოდ 3,8 პასს აკეთებს, საშუალო რეიტინგი კი 19,5 აქვს.
„ვირტუს ბოლონია“ მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს შინ თურქული „ეფესის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. 5 ნოემბერს კი სერია A-ში სტუმრად „კრემონეს“ დაუპირისპირდება.