თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელია: გუნდურად დიდებულად ვიმუშავეთ, ბიჭებით ვამაყობ

გუშინ ღამით, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. მე-5 ტურში, იტალიური კლუბი სტუმრად „ლიონ ვილერბანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაშიც იმარჯვა - 87:84.

შენგელიამ პარკეტზე 34 წუთი და 18 წამი გაატარა და 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ 5-დან 4 ორიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და თოკო მატჩის MVP გახდა.

თოკომ მატჩის შემდეგ, პრესასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა:

„გუნდურად დიდებულად ვიმუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში გარკვეული შეცდომები გვქონდა. შეცდომები ჯარიმების მხრივაც გვქონდა, ვცდილობდით, რომ აქცენტი უფრო მეტად ფიზიკურ ძალაზე გაგვეკეთებინა.

ჩვენს მეტოქეს მინდა მივულოცო, რომელმაც ძალისმიერ და სანახაობრივ თამაშს გაუძლო. თუმცა საბედნიეროდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

ჩემი გუნდით ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩვენ ვპროგრესირებთ და ყოველი შეხვედრის შემდეგ ვუმატებთ. სრულყოფილ ფორმამდე მისაღწევად დრო გვაქვს. ჩვენი აქცენტი სწორედ ამისკენ არის მიმართული“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე 26 წამით ადრე, როცა „ვირტუს ბოლონია“ 1 ქულით იგებდა, შენგელიამ უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა მიითვალა და საკუთარ გუნდს შეტევა მოუპოვა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონმა დურანტს მოუგო - ლილარდმა ფილადელფიას 39 ქულა ჩაუგდო
ლებრონმა დურანტს მოუგო - ლილარდმა ფილადელფიას 39 ქულა ჩაუგდო