ჭყონიას კარგი შანსი ჰქონდა | ქალთა ნაკრების ნულოვანი ფრე ლიეტუვასთან
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა და სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა. ირის ანტმანის გუნდმა მეორე ქულა აიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
ნულოვანი ანგარიშის მიუხედავად, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მატჩის მე-16 წუთზე, ხატია ჭყონია მეკარესთან პირისპირ დარჩა და საკუთარი გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ გოლკიპერს ვერ აჯობა. შეხვედრის 90-ე წუთზე, შანსი სალომე გასვიანს ჰქონდა, მაგრამ მისი თავური მეკარის ნადავლი გახდა.
მომენტები ლიეტუველებსაც ჰქონდათ. 47-ე წუთზე, სვეტლანა გაბელაიას კარი ხარიხამ გადაარჩინა, სხვა შემთხვევებში კი ქართველი გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამრიგად, საქართველოს ქალთა ნაკრებს 3 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა. ჩვენი გოგონები მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავენ და მათ საშინაო კედლებსი დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ტატიანა მატვეევა, ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე (ლანჩხუთი)