საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

ტექნიკური მარცხი პორტუგალიასთან - უეფამ ფუტსალის ნაკრები დასაჯა

უეფამ საქართველოს ფუტსალის ნაკრები დასაჯა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რომელიც ავტომატურად 0:5 მარცხს ითვალისწინებს, ამის მიზეზად კი ნატურალიზებულ მოთამაშეთა წესის დარღვევა დაასახელა.

საგულისხმოა, რომ ამავე წესის დარღვევა უეფამ სომხეთის ნაკრების მიმართაც გამოავლინა და ჩვენს მსგავსად, მათაც ფინეთის ნაკრებთან 0:5 მარცხი ჩაუწერა.

ქართულმა მხარემ უეფას გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და ცნობილია, რომ საკითხის განხილვა უეფას სადისციპლინო კომიტეტში 16 ნოემბერს შედგება.

დიდი შანსია, რომ საქართველოს ნაკრებს მსგავსი მიზეზით ტექნიკური მარცხი ფინეთის ნაკრებთანაც ჩაუწერონ, რითაც ფინელები შესარჩევ ჯგუფში 10 ქულას დააგროვებენ და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

ამ დროის მონაცემებით, ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში 4 ტურის შემდეგ მე-2 ადგილზე იმყოფება და უშუალო კონკურენტ ფინეთის ნაკრებს 3 ქულით უსწრებს. საქართველოს ნაკრები ამ დროის მონაცემებით საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მე-2 ადგილზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუმცა, პორტუგალიასთან ტექნიკური მარცხის ძალაში დატოვების შემთხვევაში, ტურნირზე მოხვედრის შანსს ფაქტობრივად დავკარგავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჰაერივით საჭირო 3 ქულა იყო“ - კომენტარები ფინეთთან მატჩის შემდეგ
“ჰაერივით საჭირო 3 ქულა იყო“ - კომენტარები ფინეთთან მატჩის შემდეგ