თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსის რიგებში ისევ ყველაზე მეტი ჩააგდო | შენგელიას გუნდის გამარჯვება ევროლიგაზე

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე „ცრვენა ზვეზდა“ გახლდათ და იტალიურმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო - 85:79.

„ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარა და 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 26:15. მეორე პერიოდი ფრედ დასრულდა და შენგელია და კომპანია შესვენებაზე კომფორტული ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში „ცრვენა ზვეზდამ“ ჩამორჩენა 4 ქულით შეამცირა, გადამწყვეტ პერიოდში კი სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 29 წუთი და 33 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო იყო და 19 ქულა, 6 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის პასივში 3 ჯარიმა და 8 დაკარგვა იყო. ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა შაბაზ ნეპიერს ჰქონდა - 23.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 3 მოგება და 1 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს გამართავენ და „სასარის“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“