წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს ზედიზედ მესამე მარცხი
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს ზედიზედ მესამე მარცხი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ „იუგ დუბროვნიკს“ უმასპინძლა და უშანსოდ 5:12 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართულმა კლუბმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. პირველი მეოთხედი ხორვატების სასარგებლოდ 2:0 დასრულდა, ხოლო მეორე მეოთხედი 3:0.

მესამე მეოთხედი სტუმრებისთვის კვლავ მარტივი გამოდგა და 4:1 გაიმარჯვეს, ხოლო ბოლო მეოთხედში სტანოევიჩის შეგირდებმა 4:3 მოიგეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართული კლუბი „პრო რეკოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის შანსები და გამოუყენებელი მომენტები - უგოლო მატჩი შვედეთთან (U21)
კვერნაძის შანსები და გამოუყენებელი მომენტები - უგოლო მატჩი შვედეთთან (U21)