მერაბ დვალიშვილი, ჯონათან მარტინესი
Aa
Aa

„მისი დამარცხება შემიძლია“ - ჯონათან მარტინესი დვალიშვილს იწვევს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლი, ჯონათან მარტინესი მომდევნო მეტოქედ მერაბ დვალიშვილს იწვევს. ამერიკელმა მებრძოლმა Hablemos MMA-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას „ქართველი მანქანას“ დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს მარტინესი:

მერაბ დვალიშვილი დივიზიონში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. მის წინააღმდეგ ჩხუბი არავის უნდა, რადგან ყოველთვის ბევრს მოძრაობს და კარგად იბრძვის, მის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ამ დივიზიონში ნებისმიერის დამარცხება შემიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს წინ ჩვეულებრივი მებრძოლი იქნება. ის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ბევრს მოძრაობს, მე კი მომწონს ჩემს წინააღმდეგ ასე რომ იქცევიან.

არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ბრძოლის ჩანიშვნა შესაძლებელი იყოს, რადგან ის და ჰენრი სეხუდო სიტყვიერად შეთანხმდნენ. იმედი მაქვს, რომ მალე ტოპ 10-ის მებრძოლთან ჩხუბის შესაძლებლობას მივიღებ.

ცნობისთვის, ჯონათან მარტინესმა MMA-ში 23 შეხვედრა გამართა და 19 გამარჯვების მოპოვება შეძლო. UFC-ში მან ბოლოს გასულ უქმეებზე იჩხუბა და ადრიან იანეზი მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მარტინესი სუპერმსუბუქ წონაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი: „არაფერი შეცვლილა, ვაპირებ ილიას იანვარში ვეჩხუბო“
ვოლკანოვსკი: „არაფერი შეცვლილა, ვაპირებ ილიას იანვარში ვეჩხუბო“