ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

WTA-ს ტიტულთან ახლოს - კალაშნიკოვა ჰონკ კონგის ტურნირის ფინალშია

WTA-ს ეგიდით, ჰონგ კონგში საერთაშორისო ტურნირი იმართება, რომლის საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი გახლავთ.

აღნიშნულ ტურნირზე, წყვილთა თანრიგში მონაწილეობას ოქსანა კალაშნიკოვა იღებს, რომელიც თავის პარტნიორ ალიაქსანდრა სასნოვიჩთან ერთად ფინალში გავიდა.

ქართულ ბელარუსულმა წყვილმა ნახევარფინალში ყაზახურ რუსული დუეტი (ანა დანილინა/ალექსანდრა პანოვა) ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში კალაშნიკოვა და სასნოვიჩი 1:4-ს აგებდნენ, თუმცა ზედიზედ 3 ბრეიკი შეასრულეს და სეტი მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მეორე სეტი შედარებით მშვიდი გამოდგა.

ქართულ ბელარუსული დუეტი ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა დანილინამ და პანოვამ უკუბრეიკი შეასრულეს და წონასწორობა აღადგინეს. მეექვსე გეიმში ოქსანამ და ალიაქსანდრამ მეტოქის ჩაწოდება მოიგერის, წინ გავიდნენ და მატჩი უპრობლემოდ მოიგეს.

ცნობისთვის, კალაშნიკოვა და სასნოვიჩი ფინალში ქიანჰუი ტანგსა და ჩია ი ცაოს დუეტს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აირონ თიმსი დამარცხებულია - კავკასიის ავტო იმპორტი მეოთხედფინალშია
აირონ თიმსი დამარცხებულია - კავკასიის ავტო იმპორტი მეოთხედფინალშია