U17: მნიშვნელოვანი 3 ქულა - საქართველომ დანიას მოუგო
Aa
Aa

U17: მნიშვნელოვანი 3 ქულა - საქართველომ დანიას მოუგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში დანია 2:1 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და „ჩვენებურებმა“ უმძიმეს ბრძოლაში გაიმართეს. საქართველომ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა.

ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. დანიელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დანიელებმა შეცდომა დაუშვეს და ამ ყველაფრით ელისაშვილი ისარგებლა - 2:0

მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ნომინალურად მასპინძლები გააქტიურდნენ და 56-ე წუთზე ტორვინგმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ, დანია ანგარიშის გათანაბრებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა და საქართველომ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ქუთაისში ავსტრიასთან დამარცხდა. შემდეგ ტურში კი ჩვენებურები ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 17 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

ავტო გოლი

ელისაშვილის გოლი

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი MLS-ში? - ხორვატი სამეფო კლუბში უკმაყოფილოა
მოდრიჩი MLS-ში? - ხორვატი სამეფო კლუბში უკმაყოფილოა