ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

„ბრძენ კაცთა საბჭო“ - გარსიას ფავორიტ შვიდეულში კვარა და ოსიმენი ვერ მოხვდნენ

ბოლო მატჩებში „ნაპოლის“ თამაშში მცირე პროგრესი შეინიშნება. გუნდი უფრო მეტად გასული წლის სპალეტის ვერსიას დაემსგავსა, თუმცა იქამდე ჯერ მაინც შორს არის.

Corriere dello Sport-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. რუდი გარსიამ გუნდში 7 მოთამაშისგან შემდგარი ეგრეთწოდებული „ბრძენ კაცთა საბჭო“ ჩამოაყალიბა, რომელსაც ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ურთიერთობის აწყობა და მჭიდრო კონტაქტის ჩამოყალიბება ევალებათ. მწვრთნელი ამ შვიდეულს ყველაზე მეტად ეყრდნობა.

ზიელინსკი, მერეტი, მარიო რუი, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, დი ლორენცო და ანგისა - ხსენებული შვიდეული მწვრთნელთან ყველაზე ახლო ურთიერთობაშია და გარსიაც მათი ნდობით სარგებლობს.

Corriere dello Sport-ი წერს, რომ ამ სიაში არ იმყოფებიან და მათი მოხვედრა თითქმის გამორიცხული იყო - საუბარია ოსიმენსა და კვარაცხელიაზე.

წყაროს თანახმად, რუდი გარსიას თავისი მიდგომა აქვს. მას ეს ფეხბურთელები აზრების გასაცვლელად და გუნდში სიტუაციის გასაკონტროლებლად სჭირდება.

ამ ყველაფრის ფონზე ჟუნინიო პერნამბუკანოს ცნობილ კომენტარს გთავაზობთ, რომელიც მან რუდი გარსიასთან მუშაობის შემდეგ გააკეთა:

„რუდი გარსიასთან მუშაობის გამოცდილება საშინელი იყო. ის ყველაზე ცუდი თვისებების მქონე ადამიანია, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. მან გუნდის გაძღოლა არ იცის და კოლექტივში მხოლოდ შიშის დანერგვით ცდილობს, რათა თავისი გავლენა გაავრცელოს. ამ კაცისთვის გუნდის წარმატება და გასახდელში ჰარმონია მეორეხარისხოვანია. არც კი იცის დადებითი გარემო როგორ შექმნას. მთავარია ყურადღების ცენტრში თავად იყოს, თუნდაც მისი გუნდი აგებდეს და კრიზისში იყვნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: „ამ წუთისთვის ლეაუ კვარაზე უკეთესია“
იტალიელი ჟურნალისტი: „ამ წუთისთვის ლეაუ კვარაზე უკეთესია“