ალექსანდრე ლოლაძე
Aa
Aa

პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე | ლოლაძე ვერცხლს დასჯერდა

პორტუგალიის ქალაქ ოდიველაში, ახალგაზრდა ჯუდოკებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა და -81 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსანდრე ლოლაძე ვერცხლს დასჯერდა.

ქართველი ჯუდოკა ფინალში კაიტო ამანოს დაუპირისპირდა და მახრჩობელა ილეთით წააგო. ფინალამდე, მან იაპონელი ნაოტო იზავა, ჩეხი პეტრ მლადი, ბრაზილიელი კაუან დოს სანტუში და ამერიკელი იოჰან სილოტი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 ოქტომბერს, ტატამიზე სამ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ. გოგონათა შორის, +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნინო პაპიძე იასპარეზებს და ენხზულ ენხბაიარს დაუპირისპირდება. ვაჟთა შორის, -100-ში გიორგი ბადუაშვილი დოტა არაის შეხვდება, ხოლო +100-ში, შალვა გურეშიძე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და დანიელ უდსილაურისა და მატეო აკიანა მონგოს გამარჯვებულს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“