ფრანკ ლებეფი
Aa
Aa

„ბუნდესლიგას დაემსგავსა? სიტი წელს პრემიერ ლიგას თებერვალში მოიგებს“

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ფრანკ ლებეფმა პრემიერ ლიგაზე ისაუბრა.

ლებეფი ბოლო წლებში „მანჩესტერ სიტის“ ჰეგემონიაზე საუბრობს.

- არის თუ არა რისკი, რომ პრემიერ ლიგა გახდეს ისეთი ჩემპიონატი, როგორიც ბუნდესლიგაა?

„არ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა ერთი გუნდის ჩემპიონატად გადაიქცევა, რადგან კლუბებში არის ფინანსური კომპონენტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ასეთი ვითარება აირიდონ.

არსენალს, მანჩესტერ იუნაიტედს, ლივერპულს, ტოტენჰემს, ჩელსის და ბრაიტონსაც კი ძლიერი გუნდები ჰყავთ, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებით.

მანჩესტერ სიტი, ძირითადად მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ძლიერია, რომ აღარაფერი ვთქვათ პრემიერ ლიგაზე.

დღეს მე ვერ ვხედავ, რომ სხვა ვინმე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. მადრიდის რეალი, ბაიერნი და ბარსელონა ჯერ მზად არ არიან.

ვწინასწარმეტყველებ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ტიტულს თებერვლისთვის დაიცავს",

- თქვა „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონამ სევილიასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა
ბარსელონამ სევილიასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა