ბრეშა გაანადგურეს - შენგელიამ იტალიის სუპერთასი მოიგო
იტალიის სუპერთასის ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 97:60 დაამარცხა.
გამარჯვებულთა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე გატარებულ 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა, მის აქტივში 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასია. შენგელია სუპერთასის MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. შენგელიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და არ დაჯარიმებულა.
„ვირტუს ბოლონიამ'' იტალიის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო.
ასევე გეტყვით, რომ ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ'' „ოლიმპია მილანო'' 78:73 დაამარცხა. თორნიკემ 28 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა და 4 გადაცემა შეასრულა, 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 1 სამიანი გამოიყენა.
Un buon inizio coach ????#AmarsiAncora pic.twitter.com/o9oT5RxpF4
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) September 24, 2023