თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ბრეშა გაანადგურეს - შენგელიამ იტალიის სუპერთასი მოიგო

იტალიის სუპერთასის ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 97:60 დაამარცხა.

გამარჯვებულთა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე გატარებულ 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა, მის აქტივში 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასია. შენგელია სუპერთასის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. შენგელიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და არ დაჯარიმებულა.

„ვირტუს ბოლონიამ'' იტალიის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ასევე გეტყვით, რომ ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ'' „ოლიმპია მილანო'' 78:73 დაამარცხა. თორნიკემ 28 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა და 4 გადაცემა შეასრულა, 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 1 სამიანი გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები