ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ელ კლასიკოს გამოტოვებს - დე იონგი ტრავმირებულია

ლა ლიგის მე-6 ტურში „ბარსელონამ“ „სელტა“ შინ 3:2 დაამარცხა. ჩავის გუნდმა თითქმის წაგებული მატჩი შემოაბრუნა და სამი ქულა გაიფორმა, თუმცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა.

ფრენკი დე იონგი პირველ ტაიმში კოჭის ტრავმის გამო გავიმ შეცვალა.

„ბარსელონას“ ნიდერლანდელის გამოჯანმრთელების ვადები ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა Mundo Deportivo წერს, რომ ფრენკის დაზიანების მკურნალობას 5-დან 7 კვირამდე დაჭირდება.

ამ მოცემულობით, დე იონგი, რომელიც სეზონს ჩინებულ ფორმაში შეხვდა, უდიდესი ალბათობით 28 ოქტომბერს სეზონის პირველ „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს და „რეალთან“ მატჩში ჩავის მისი შეცვლა მოუწევს.

26 წლის ნიდერლანდელმა „ბარსას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჯარიმოში შეიჭრა და მეკარემ აუღო - ჩაკვეტაძის კარგი მომენტი და მორიგი მარცხი
საჯარიმოში შეიჭრა და მეკარემ აუღო - ჩაკვეტაძის კარგი მომენტი და მორიგი მარცხი