ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

Gazzetta: ახლა კვარაში ეჭვის შეტანა საზიანოა, გარსია შეცდომას უშვებს

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერიის და არასასურველი ფორმის შესახებ იტალიური პრესა აქტიურად წერს. ბევრი გამოსავალს ეძებს და მიზეზებზე საუბრობს.

Gazzetta dello Sport-მა დღეს რუდი გარსიას ხვიჩას მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„კვარაცხელია იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც გარსიას ხელმძღვანელობით ნაკლებად ბრწყინავს. ჯენოასთან მატჩში გარსიამ ძერბინის სათამაშო დრო მისცა და შეეცადა თავი საჭირო მოთამაშედ ეგრძნო, ეს სათადარიგოთა სკამისთვის მესიჯი იყო, თუმცა მწვრთნელმა ეს იმის ხარჯზე გააკეთა, რომ ხვიჩას თავი ზედმეტად აგრძნობინა. კვარაცხელიას ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. მწვრთნელის მხრიდან ეს შეცდომა იყო.

არავინ თამაშობს ღვთისგან მინიჭებული უფლებით, მწვრთნელი თავის არჩევანში თავისუფალია. მაგრამ მწვრთნელის მხრიდან ახლა კვარაცხელიას მიმართ ეჭვის შეტანა, ეს მხოლოდ ზიანის მომტანია“.

- წერს გავლენიანი იტალიური გამოცემა.

ნეაპოლური areanapoli კი ამ ყველაფერს მოკლედ ეხმაურება და წერს:

„ქართველი ძალიან გაწონასწორებული ბიჭია. რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფერს ხალისით არ ეკიდება, მაგრამ ის მუშაობას განაგრძობს და მოედანზე სხვაობის შექმნას ცდილობს. ბოლონიაში მან გატანა უნდა დაიწყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონია“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას, 20:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას არადეკვატური ხელფასი და ტოქსიკური გარემო - კასანოს და ადანის მოსაზრებები
კვარას არადეკვატური ხელფასი და ტოქსიკური გარემო - კასანოს და ადანის მოსაზრებები