პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა: ჰოლანდის ანგარიშზე უკვე 14-15 გოლი უნდა იყოს, ამის გამო ღამით არ მძინავს

პეპ გუარდიოლამ მიმდინარე სეზონის სტარტზე ერლინგ ჰოლანდის საგოლე შანსებზე ისაუბრა, რომელიც ნორვეგიელს ჭარბად ექმნება, თუმცა შარშანდელის მსგავსად შედეგიანი ჯერჯერობით ვერ არის.

„მას ჰქონდა წარმოუდგენელი მომენტები და შეეძლო უკვე 14-15 გოლი გაეტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარგად ვთამაშობთ.

ჰოლანდის შანსების რაოდენობით, ყოველთვის შემიძლია ვთქვა, კარგად თამაშობს თუ არა გუნდი. როცა მომენტები არ არის, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.

ჩემი რჩევაა ძალიან ნუ გააკრიტიკებთ ერლინგს. გააკრიტიკეთ მცველი, ცენტრალური მცველი, მწვრთნელი, მაგრამ არასოდეს გააკრიტიკეთ ფორვარდი, რომელიც გოლებს გაიტანს. ის გაიტანს გოლს და მაშინ აღმოჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, სადაც ბოდიშის მოხდა მოგიწევთ.

ვერ ვიძინებ ჰოლანდის ხელიდან გაშვებული შანსების გამო. მაგრამ ყოველ კვირას ის უკეთესდება. წინასასეზონო მზადების გარეშე სეზონის რიტმში მოხვედრა ყოველთვის რთულია, რადგან იაპონიასა და სამხრეთ კორეაში წავედით. ვარჯიშისთვის ცოტა დრო გვქონდა“,

- განაცხადა გუარდიოლამ.

აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდის ანგარიშზე ამჟამად პრემიერლიგაში ნათამაშები 5 მატჩის შემდეგ 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - ფროზინონეს წაუგებელი სერია გრძელდება
კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - ფროზინონეს წაუგებელი სერია გრძელდება