კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

უკვე 9 გოლი აქვს - 38 წლის რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია

საუდის არაბეთის ჩემპიონატში 38 წლის კრიშტიანუ რონალდუმ სეზონი დიდებულად დაიწყო და ნელ-ნელა სასურველ ფორმასაც მიუახლოვდა.

მე-7 ტურში „ალ-ნასრი“ „ალ-აჰლის“ დაუპირისპირდა და 4:3 მოიგო. რონალდუმ მორიგი დუბლი გაიფორმა.

38 წლის „რონიმ“ გატანა ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში შეძლო. ლიგის მხოლოდ ექვს მატჩში მის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ორი ​​გოლი გავიტანე და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. საშინაო მატჩებში ჩვენი გულშემატკივრები არაჩვეულებრივად გვეხმარებოდნენ!”

- დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში გამარჯვების შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ „ალ-ნასრმა“ ლიგის ბოლო 5-დან ხუთივე მატჩი მოიგო და ლიდერ „ალ-იტიჰადთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 მიზეზი - რატომ ვეღარ ბრწყინავს კვარა
3 მიზეზი - რატომ ვეღარ ბრწყინავს კვარა