გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძე მოედანს დაუბრუნდა - ფროზინონეს წაუგებელი სერია გრძელდება

სერია A-ს მე-5 ტური „სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა პირველი ტაიმის მოგება შეძლო. მე-12 წუთზე რომანიოლის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში 52-ე წუთზე „სალერნიტანამ“ ჯოვანი კაბრალის გოლით წონასწორობა აღადგინა.

რაც შეეხება გიორგი კვერნაძეს, ქართველი შემტევი სამმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ეს სერია A-ში მისი მეორე მატჩი იყო. დღევანდელ შეხვედრაში მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა. ბოლო წუთებზე ძირითადად მასპინძლები უტევდნენ.

აღსანიშნავია, რომ დი ფრანჩესკოს გუნდი პირველ ტურში „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ, დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს და 4 შეხვედრაში 2 მოგება, 2 ფრე აქვს. „ფროზინონე“ ამჟამად 8 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ უფრო ქვემოთ ჩამოიწევს.

მე-6 ტურში კვერნაძის გუნდი შინ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩი 28 სექტემბერს 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ