ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ და კლუბი მენდობა“ - ჩავიმ ბარსასთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა

ჩავიმ ცოტა ხნის წინ, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. ერნანდესი „ბლაუგრანაში“ 2025 წლის 20 ივნისამდე დარჩება და კონტრაქტში დამატებით 1-წლიანი გახანგრძლივების პუნქტია შეტანილი.

ესპანელი სპეციალისტი გუნდს 2021 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. მასთან ერთად „ბარსამ“ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

ჩავის ხელმძღვანელობით 96 მატჩში „ბლაუგრანამ“ 60 მოიგო, 17-ჯერ ფრედ დაასრულა და 19-ჯერ დამარცხდა.

„კიდევ რამდენ ხანს ვხედავ ჩემს თავს ბარსაში? ვფიქრობ, 15 წელი რთული იქნება. ეს ბარსაა და აქ მოთხოვნები დიდია. იყო დრო, როცა აქ ყოფნით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ იყო შემთხვევებიც, როცა ვიტანჯებოდი. ბარსელონა ასეთია.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ვგრძნობ, რომ კლუბი მენდობა, მაგრამ მეეჭვება, რომ აქ 15 წელი დავრჩე",

- განაცხადა ჩავიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ