იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ოფიციალურად: ნაგელსმანი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, იულიან ნაგელსმანი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებმა კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმეს.

სახელდება გერმანელი სპეციალისტის ანაზღაურებაც და როგორც BILD-ი წერს, ნაგელსმანი თვეში 400 ათას ევროს მიიღებს. თავდაპირველი კონტრაქტით, 36 წლის მწვრთნელი თანამდებობაზე ევრო 2024-ის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას განიხილავენ.

ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმს“ (2016-19), „ლაიფციგსა“ (2019-21) და „ბაიერნს“ (2021-23) წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა (2021-22) და გერმანიის სუპერთასი მოიგო (2021, 2022). 2017 წელს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ნაგელსმანმა ამ პოზიციაზე ჰანს ფლიკი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი მუშაობის გამო დაითხოვეს. ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა განსაკუთრებით ცუდად ბოლო სამ შეხვედრაში ითამაშა, სამივე მატჩი ამხანაგური იყო:

პოლონეთი - გერმანია 1:0

გერმანია - კოლუმბია 0:3

გერმანია - იაპონია 1:4

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები