პროგნოზირებადია, მცველებს ვეღარ ატყუებს - Corriere della Sera ხვიჩაზე
იტალიური გამოცემა Corriere della Sera ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, ხვიჩას მოქმედებები პროგნოზირებადი გახდა, მეტოქის მცველებს ვეღარ ატყუებს.
ქართველ ფეხბურთელს მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია, თუმცა „ნაპოლიში“ კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის მიუხედავად, რუდი გარსიამ გასულ ორ შეხვედრაში შეცვალა და ქართველი გარემარბის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მისი რეაქციებიდან გამომდინარე ნათლად გამოჩნდა.
Corriere della Sera: „ძლიერი ფეხი, შესანიშნავი დრიბლინგი და სისწრაფე კვარაცხელიას საუკეთესო თვისებებია. გასული სეზონის შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მათ შორის „ნაპოლის“ ტაქტიკა, ახლა კვარაცხელია ხშირად მარცხენა მცველის პოზიციაზე გვევლინება, რომ რუდი გარსიას სუსტ დაცვას დაეხმაროს.
მეტოქის ფეხბურთელებს ვეღარ ატყუებს, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავება ბურთის ტარება 30 მეტრზე და 80 მეტრზე. საჯარიმოში შედის, მაგრამ მცველს ვეღარ ატყუებს, მისი მოქმედებები პროგნოზირებადია.
რუდი გარსიას მსგავსად ლუჩანო სპალეტიც აკრიტიკებდა, მითითებებს ყოველდღიურად აძლევდა, ზოგჯერ უფრო მკაცრად ესაუბრებოდა, რაც ფეხბურთელისთვის სტიმულის მიმცემიც იყო. ამასთან ერთად, ხვიჩა რამდენჯერმე შეცვალეს, მაგრამ სპალეტის ამ გადაწყვეტილებებს კითხვები არ მოჰყოლია''.
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით მისი უგოლო სერია 22-მატჩიანია.
22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში „სასუოლოსთან“ შესრულებული საგოლე პასია.