ოთარ კიტეიშვილი, კრისტიან ილცერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

მინიმუმ ქულა დავიმსახურეთ - კიტეიშვილი სპორტინგთან მარცხით იმედგაცრუებულია

UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი გრაცის „შტურმმა’’ მარცხით დაიწყო, თუმცა ოთარ კიტეიშვილი თვლის, რომ „სპორტინგთან’’ მატჩში მისი გუნდი მინიმუმ ქულას იმსახურებდა.

ამ მატჩში ოთარ კიტეიშვილი გამორჩეული იყო, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, ანგარიშიც მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დასწრებაზე 20 წლის დანიელმა უილიამ ბოვინგმა ითამაშა და „შტურმი“ დააწინაურა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ლისაბონის „სპორტინგის’’ გამარჯვებით დასრულდა (1:2), გოლები ვიქტორ დეკერეშმა და უსმანე დიომანდემ გაიტანეს.

ოთარ კიტეიშვილი: „კარგად ვითამაშეთ. ეს მარცხი იმედისგამაცრუებელია. მინიმუმ ქულა დავიმსახურეთ’’.

„შტურმის’’ მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი: „ნამდვილად მწარე მარცხია. ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი არიან, თამაშში დიდი ძალისხმევა ჩადეს და მატჩის დიდი პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ სწორად გააკეთეს’’.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ატალანტამ“ შინ „რაკუვი“ 2:0 დაამარცხა.

მეორე ტურში „შტურმი“ „რაკუვს“ ესტუმრება (5 ოქტომბერი).

კიტეიშვილის მომენტები სპორტინგთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები