გივი მაჭარაშვილი
Aa
Aa

ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე - მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამასთან ერთად, 26 წლის მოჭიდავემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიიღო, გადამწყვეტ შეხვედრაში მაჭარაშვილმა თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი 6:2 დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს აქტივში 4 მედალია. ვლადიმერ გამყრელიძემა (79 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ვერცხლის მედლები აიღეს, შოთა ფარტენაძემ (61 კგ.)  და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) – ბრინჯაოსი.

ბელგრადში, 21 სექტემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც საქართველო შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

ნუგზარ წურწუმია(55კგ), ფრიდონ აბულაძე(60კგ), ლერი აბულაძე(63კგ), ჯონი ხეცურიანი(67კგ), რამაზ ზოიძე(72კგ), იური ლომაძე(77კგ), გელა ბოლქვაძე(82კგ), ლაშა გობაძე(87კგ), გიორგი მელია(97კგ), იაკობ ქაჯაია(130კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები