გენო პეტრიაშვილი, შოთა ფარტენაძე
Aa
Aa

მოჭიდავე შოთა ფარტენაძე მკურნალობას ბელგრადის კლინიკაში აგრძელებს

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთა ფარტენაძემ გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა. რეპეშაჟის ფინალის დასრულებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვერ შეძლო.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს, მაგრამ  შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

სრულყოფილმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენს ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი ოპერაციაც ჩატარდა. ექიმების განცხადებით შოთა ფარტენაძე კლინიკაში მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია. შოთა ფარტენაძის ბრინჯაოს გარდა, საქართველოს ვერცხლის მედალი 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა.

დღეს კი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვლადიმერ გამყრელიძე იბრძოლებს, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას კი მირიან მაისურაძე შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფინალში - გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
მარცხი ფინალში - გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა