მილანი, ინტერი
Aa
Aa

დერბი დელა მადონინა - ინტერმა მილანი გაანადგურა

სერია ა-ს მორიგ ტურში დერბი დელა მადონინა გაიმართა, რომელიც „ინტერმა“ უპირობო უპირატესობით 4:1 მოიგო.

„მილანის“ დაშლა მე-5 წუთზე ჰენრიკ მხითარიანმა დაიწყო, რასაც 38-ე წუთზე ტიურამის ეფექტური გოლი მოყვა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

57-ე წუთზე რაფაელ ლეაომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და „როსონერის“ ქომაგებს იმედი მიეცათ, მაგრამ 69-ე წუთზე სომეხმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და უპირატესობა კვლავ 2-ბურთიანი გახდა.

სტეფანო პიოლის გუნდი ბევრს ცდილობდა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. 79-ე წუთზე „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაისროლა. თურქმა ნახევარმცველმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფრატესიმ დასვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დერბი დელა მადონინა „ინტერმა“ მოიგო. მოგებათა სერია იტალიის სუპერ თასის ფინალში დაიწყო. შემდეგ სერია ა-ს ეგიდით „ნერაძურიმ“ 1:0 მოიგო. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ორი დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე გადაცემა - ალ-ჰილალში ნეიმარის დებიუტი შედგა
საგოლე გადაცემა - ალ-ჰილალში ნეიმარის დებიუტი შედგა