როდრიგო დე პაული
Aa
Aa

დე პაული: სწორედ ასეთი ქმედების გამო ლეო აბსოლუტური ლიდერია

როდრიგო დე პაულმა ლიონელ მესის ლიდერულ თვისებებზე ისაუბრა.

მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ეკვადორთან ითამაშა და მისი ჯარიმით არგენტინამ 1:0 მოიგო. მეორე ტურში ლეოს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, ასევე ბოლო დღეებში კლუბის ჩათვლით საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია და სკალონიმ მისი ძირითადში დაყენება აღარ გარისკა.

მესის დაზიანების გამო შეეძლო ბოლივიაში გუნდს არ გაჰყოლოდა და თავისი შვილის დაბადების დღეზე დარჩენილიყო, თუმცა ასე არ მოიქცა.

„ის არის აბსოლუტური ლიდერია. ჩემთვის მისი ქმედება არის მაგალითი სიყვარულის, გუნდისადმი სიყვარულის, კავშირის, რომელიც ჩვენ ყველას შორის არსებობს.

მას შემდეგ, რაც მან ეკვადორთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მოგვაგებინა, მას შეეძლო წასულიყო და შვილის დაბადების დღეზე ოჯახთან ყოფნით სიამოვნება მიეღო.

ჩვენ უკვე მეტ-ნაკლებად ვიცოდით, რომ მისთვის (ბოლივიის წინააღმდეგ) თამაში ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მან წამოსვლა მაინც გადაწყვიტა. ამიტომ, მე მისი ყოველთვის მადლიერი ვარ. სწორედ ამიტომ, მესის გამო და ასეთი გარემოს გამო, ჩვენ მოედანზე გასვლისას ყველაფერს ვიღებთ“,

- განაცხადა დე პაულმა.

11 სექტემბერს ლიონელ მესის ვაჟს მატეოს 8 წელი შეუსრულდა.

ბოლივია 0:3 არგენტინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ რამეზე ვნერვიულობ“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა
„ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ რამეზე ვნერვიულობ“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა