ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

The Best-ის ჯილდო: FIFA-მ კვარაცხელია საუკეთესო 12 ფეხბურთელში შეიყვანა

FIFA-მ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე (The Best) 12 ფინალისტი დაასახელა.

სასიხარულოა, რომ ოქროს ბურთის მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც საუკეთესოთა შორის მოხვდა.

„მოიგო 2022/23 წლების სეზონის სკუდეტო, გახდა სერია A-ს სეზონის მოთამაშე, დასახელდა სერია A-ს სეზონის გუნდში, გახდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი, დასახელდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ“.

- წერს FIFA-ს ოფიციალური ვებ გვერდი ხვიჩას შესახებ.

საუკეთესო 12 მოთამაშისგან შემდგარი სია ასე გამოიყურება:

ხულიენ ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, კევინ დე ბრუინი, ილქაი გიუნდოგანი, ერლიგ ჰოლანდი, როდრი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლეო მესი, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი, ბერნარდუ სილვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, France Football-მა ოქროს ბურთის 30 ფინალისტი დაასახელა, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და ხვიჩას ხმა მისცეთ. ქომაგების გარდა ფეხბურთელებს თავის ხმებს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მისცემენ.

ხმის მისაცემი ბმული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილზე შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ...“ - ვალენსიას დირექტორი
„მამარდაშვილზე შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ...“ - ვალენსიას დირექტორი