მადრიდის რეალი
Aa
Aa

სტიქიის შემდეგ ოჯახი დაკარგა - რეალი თავის მაროკოელ გულშემატკივარს დაეხმარება

მაროკოში მძიმე სტიქიური მდგომარეობაა. კონკრეტულად კი მიწისძვრა მოხდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მაროკოელმა ბიჭმა, რომელიც მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი გახლავთ, მთლიანი ოჯახი დაკარგა.

აღნიშნული ბიჭის შესახებ ისტორია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ „ბლანკოსის“ მაისურით მისცა.

ამის შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ ბიჭის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც. ფლორენტინო პერესი პირადად არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანს დაეხმაროს. მას სურს, რომ ის მადრიდში ჩაიყვანოს და მისი ცხოვრება ყველაფრით უზრუნველყოს.

მაროკოელი გულშემატკივარი სულ მალე ესპანეთის დედაქალაქში გაფრინდება, სადაც „რეალის“ აკადემიაში ჩაირიცხება. მას შეეძლება სწავლა და სპორტული კუთხით განვითარება. ყველანაირ ხარჯს ჩემპიონთა ლიგის 14 გზის ჩემპიონი დაფარავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამატებით 20 მილიონი უნდა იშოვოს - ლაპორტა მძიმე სიტუაციში ჩავარდა
დამატებით 20 მილიონი უნდა იშოვოს - ლაპორტა მძიმე სიტუაციში ჩავარდა